|
2020-03-23 19:02:18, 1782 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით აჩერებს
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება. აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)