|
2015-08-07 16:10:44, 374 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენჰუას დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობამ ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი უკვე შეიძინა, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. დამატებითი კორპუსების შეძენაზე კი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჰუალინგი“ საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მი ენჰუას ოლიმპიური სოფლის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)