20:41 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 14:39:48, 830 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოხმარდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელების მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

ბანკის მხარდაჭერით, გათვალისწინებულია მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა.

მნიშნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი).

რეგიონებში აღნიშნული პროექტების  განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას.

რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics