|
2020-03-21 15:26:59, 1397 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ სოციალური ტიპის ბარათებს მოქმედების ვადა 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ
დღეიდან, „ლიბერთის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მაისის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ. ,,ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი მომხმარებლისთვის, კიდევ უფრო გავამარტივეთ პროცედურა და შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. „ლიბერთი“ ყოველდღიურად აგრძელებს ზრუნვას და დღეიდან, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილი, პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები მომხმარებლები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით“, - განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. აქვე შეგახსენებთ, რომ „ლიბერთის“ გადაწყვეტილებით, სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება, ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში სოციალური ტიპის ბარათის მოქმედების ვადა ავტომატურად სამი თვით უკვე გაუგრძელდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)