|
2015-08-07 13:07:52, 366 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი: თუკი ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, თუმცა, სამსახურს არავინ დაკარგავს. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უწყებიდან გასაშვები იყვნენ, ვახტანგ გომელაურმა დაითხოვა. რაც შეეხება მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ისინი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დაინიშნენ, პირველი მოადგილის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. „კრიტერიუმები მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ეს არის პროფესიონალიზმი, თავისი საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული. ჯერჯერობით პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია, მის ვინაობას უახლოეს დღეებში გაიგებთ. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მოხდება გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან არავის დათხოვნას არ ვაპირებ. ჩემი წინამორბედი ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს, ერთი ხედვა გვაქვს და მგონი რადიკალურად არ განსხვავდება. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)