|
2015-08-06 15:26:06, 605 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, დევნილებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. უწყების ინფორმაციით, ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად-1 ლარად, უკვე დაუკანონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე, საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება. დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა. მასთან, სამინისტროს ცნობით, დღესვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილ ოჯახებს გაზის გამათბობლები გადასცა. USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450 ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა ახალი სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის დასპორტული მოედანი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)