|
2020-03-14 14:20:27, 2383 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - გადასახადებმა უნდა დაიწიოს და არა გადავადდეს
„საჭიროა, ქონების და საშემოსავლო გადასახადების დაწევა და არა გადავადება, როგორც ეს მთავრობამ გამოაცხადა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული თანხის გადახდა აღარ მოუწევს. სხვაგვარად, ბევრ კომპანიას თანამშრომლების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს. მისი თქმით, საჭიროა, შეღავათები შეეხოს ყველას და არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს. “კრიზისი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ტურიზმის სექტორი, თუმცა ახლა ყველაზე ნათლად მისი უმძიმესი მდგომარეობა ჩანს,” - ამბობს ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილი ეჭვობს, რომ ამჟამინდელი კრიზისი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე 3 თვე. „გადასახადების შემცირება გაცილებით დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე უბრალოდ გადავადება. გადასახადების გადავადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პრობლემა გადავავადეთ. იძლევა მთავრობა იმის გარანტიას, რომ 3-4 თვის შემდეგ უკეთესი ბიზნეს-გარემო იქნება და კომპანიები მომავალი თვეების გადასახადსაც გადაიხდიან და გადავადებულსაც დაფარავენ?”, - კითხულობს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ლარის დევალვაციის ფონზე ფასების კიდევ უფრო მატება გარდაუვალი იქნება. და ამ დროს სამსახურების დაკარგვა მოქალაქეებს, რომელთა უდიდეს ნაწილს დანაზოგი არ აქვს, ქვეყანას ისევ სიღარიბის ზრდით ემუქრება. ჭიაბერაშვილი წუხს, რომ მთავრობას არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს გაზრდილ ფასებზე და გაზრდილ სიღარიბეზე რეაგირებას. მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” შეთავაზება გაცილებით მეტად ამოასუნთქებს გაცილებით მეტ ადამიანს. “ევროპული საქართველოს" შეთავაზებული გეგმით: - საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 17%-მდე უნდა დაიწიოს - ქონების გადასახადი უნდა განახევრდეს - საწვავზე აქციზი 25%-ით უნდა შემცირდეს “ეს მთავრობის მხრიდან “ქამრების შემოჭერას” მოითხოვს. უნდა შემოიჭირონ! ახლა გამოჩნდება, შეუძლიათ თუ არა ამ კრიზისულ სიტუაციაში მაინც იზრუნონ ხალხზე,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს. „ამიტომ ვეუბნებოდით "ქართულ ოცნებას" ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი. ახლა მაინც უნდა გადაალაგონ რადიკალურად სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ქვეყანამ - დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც - ამ ყველაფერს გაუძლოს“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)