|
2015-08-05 11:05:49, 447 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "როსპოტრებნადზორის" განცხადების შესწავლა დაიწყო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული საკითხებით დაინტერესდა და დეტალებს არკვევს, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული, განმარტავს: სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰო;ური სასმელების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19%, და სხვა“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, სააგენტო "რია ნოვოსტიმ" "როსპოტრეპნადზორზე" დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას. უწყების ინფორმაციით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი “ძველი კახეთი”, “კოლხიდა”, “საფერავი”), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ცნობით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)