|
2020-03-10 15:09:06, 2550 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: წელს დაიწყება აჭარისთვის ისტორიული პროექტის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ,,დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კონკრეტულად კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაახლა ტენდერი ხულო-ზარზმის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული გზის მონაკვეთთან დაკავშირებით. წელსვე, დავიწყებთ დაახლოებით 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და 2 წლის განმავლობაში, როგორც ეს გვქონდა დაგეგმილი, განვახორციელებთ ამ გზის რეაბილიტაციას. ასევე, შევინარჩუნეთ ქუვეითის ფონდის დაფინანსება, რომლის ტენდერიც მალე გამოცხადდება. იმედი გვაქვს, რომ ტენდერი წარმატებით შედგება და წელსვე, ჩვენ დავიწყებთ აჭარისთვის ისტორიული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი შესაძლებლობები როგორც კურორტისთვის, ასევე იქ მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)