|
2020-03-10 15:07:42, 1982 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება
2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის უცხოური ინვესტიციების შედეგებზე კომენტარისას განაცხადა. მინისტრის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალი ძალიან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია. „ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ მიმდინარე წელს რაიმე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკები არ შეგვიშლის ხელს, აღმავალი დინამიკა გაგრძელდება და განმტკიცდება. „საქსტატის" თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით (ორჯერ და მეტად) აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს. ასევე მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი და 172.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 14.0 პროცენტიდან 49.6 პროცენტამდე გაიზარდა. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზარდა და 1267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 2019 წელს 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა კავშირგაბმულობის, სასტუმროების და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)