18:21 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 15:20:02, 524 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები და მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, სხომაზე 5 საკითხი განიხილეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ქ. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 150 377 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ანგარის ტიპის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პირობით პრივატიზების შესახებ ისაუბრა. ასევე განიხილა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისა და ეფექტურად ხარჯვის უზრუნველყოფისათვის, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა N1-ში მდებარე 3802 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ანგარის ტიპის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პირობით პრივატიზების საკითხიც.

დავით ბალაძემ ასევე ისაუბრა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ სსიპ ,,აჭარის სატყეო სააგენტოს“-ს 2015-2019 წლების სტრატეგიის მოწონების შესახებ ისაუბრა, ხოლო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური ღონისძიებების ერთიანი კალენდრის წარმოების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics