|
2020-03-06 17:24:28, 4010 ნახვა
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით და აგრარული საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები “გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში”, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ცნობიერების ამაღლებასა და, შედეგად, სასწავლო პროცესებში გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგების ფარგლებში ძირითადი ყურადღება ახმეტის მუნიციპალიტეტში მიწის დეგრადაციის პრობლემასა და მინდვრის გადაწვის მავნე პრაქტიკაზე გაამახვილეს. აგრარული სფეროს გამოწვევებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სოფლად და მისი დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი-ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა, ბიომრავალფეროვნების კარგვა და კლიმატის ცვლილება. თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა და მასწავლებლები და აღმზრდელ-მეთოდისტები აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიებში. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და სხვა სასწავლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც სწავლებისას შეძლებენ. გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირების მიზნით ტრენინგები დაგეგმილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგების ფარგლებში სულ 200-მდე მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი. ტრენინგების შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელ-მეთოდისტები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთვებიან და შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვისას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)