17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 12:37:41, 1974 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე „საპარტნიორო ფონდზე“ - ვიდრე არ გაემიჯნება ყოველწლიურად ზარალიანი დაწესებულებები, მისთვის რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია

„ საპარტნიორო ფონდისთვის“ რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია, თუკი მისგან არ გაემიჯნა ის დაწესებულებები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალიანები არიან. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ორგანიზაცია არის სახელმწიფო დაწესებულებების ფორმალურად გაერთიანებული კონგლომერატი.

„ „საპარტნიორო ფონდი“ როგორც ასეთი, რეალურად არ არსებობს. ეს ორგანიზაცია არის სახელმწიფო დაწესებულებების ფორმალურად გაერთიანებული კონგლომერატი, რომლისთვისაც რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია, თუკი მისგან არ გაემიჯნა ის დაწესებულებები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალიანები არიან. შემდეგ უკვე გამოჩნდება სად არის უშუალოდ ფონდის ხარვეზები და სად არის რკინიგზის, გაზის თუ სხვა სექტორის დანაშაული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, Fitch-ის გადაწყვეტილებით, „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ მიანიჭებს, რადგან ორგანიზაციის მხრიდან არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics