17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 13:30:29, 1452 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე - მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი

„მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი“, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს შეწყალებასთან დაკავშირებით.

„მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. წინასაარჩევნოდ რუსეთის კრიტიკაზე უფლება აიღეს თავად რუსეთისგან. ახლა მოვისმინეთ ძალიან გასაკვირი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ რუსეთმა საქართველოზე განახორციელა თავხედური კიბერშეტევაზე. სადღაც ინტერვიუ მიუცია, გასაკვირია, 8 წელი გავიდა და ივანიშვილს პუტინი არ უხსენებია. ერთადერთხელ ახსენა, როცა ბრძანა, რომ არ სჯერა, რომ პუტინს სხვა ქვეყნების დაპყრობა უნდა და სამი თვის მერე პუტინმა დაპყრო ყირიმი - საქართველოს დაპყრობა კი არ უნდოდა შემოეპყრო, უჩხიკინებდნენ.

მან უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ ქმედებებზე, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლის წინააღმდეგაც საქმე არის აღძრული. იგივე შეწყალებასთან დაკავშირებით. ასევე, აპირებს თუ არა ის დეკანოზ მამალაძის შეწყალებას, აპირებს თუ არა გაბედოს და გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან. თუმცა, ეს იქმება ფუჭი შეკითხვა, ვინაიდან, ის ამას ვერ წყვეტს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics