|
2020-03-03 18:19:28, 1448 ნახვა
კომენტარი
ბოკერია თალაკვაძის განცხადებაზე - დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა რომ ჰყავდეს
„დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა რომ ჰყავდეს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიცია არის „ხალხის ხმებით მოვაჭრე“. „ისევ დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, რომ მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს და ისევ ვერ ხვდება, რომ ოპოზიციას მთავრობა კი არ არჩევს, არამედ მთავრობასა და ოპოზიციას, ორივე ირჩევენ ამომრჩევლები. ერთადერთი რაც შეიძლია ვთქვა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის იგივე, რაც იყო, ჩვენ გვსურს გავმუხტოთ ვითარების, გვსურს ნორმალიზაცია. ამიტომ ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვუთხრა, ვურჩიო, რომ თუ რამე სიტყვა ეთქმით, მე კი ეჭვი მეპარება, ამბის მიტანის თვალსაზრისით, ტელევიზორს თუ არ უყურებს ივანიშვილი, მიუტანონ ამბავი, თუ მას მართლა სურს, ან დაფიქრდა იმაზე, რომ მის ინტერესშიცაა გონს მოსვლა, ქვეყნის ინტერესი, რომ ნაკლებად ადარდებს ეს ვიცი, მაშინ უნდა გაკეთდეს კონკრეტული ნაბიჯები. ეს რაღაც ზოგადი საუბარი, სადღეგრძელოები იმის იმედად ყოფნა, რომ ვითაცა მოტყუვდება ან ამ ინტრიგებით შედეგს მიაღწევს არის სისულელე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)