|
2020-03-03 13:26:14, 2423 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე - ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა, ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა
„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა“, - ასე გამოეხმაურა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ფრენების შემცირებასა და ყოველივე იმ შედეგს, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა. ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა მსგავსი პრობლემის წინაშე, რომ დადგნენ. „პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)