15:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 13:31:01, 2319 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე ძალიან მაღალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე საგანგაშოდ ცნო. მონაცემების თანახმად, ვირუსი საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია.
მათი თქმით, ვირუსის შეჩერება ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მის გავრცელებას ხელს შევუშლით. 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეისუსი ხაზს უსვამს, რომ ამ სიტუაციაში, პირველ რიგში  შიში და დეზინფორმაცია უნდა დავძლიოთ.
კორონავრუსით დაინფიცირების შემთხვევა უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა. ისლანდია,ბელორუსია,მექსიკა,ნიდერლანდები და ახალი ზელანდია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებშიც ვირუსი  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  გავრცელდა.
უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა 87 ათასს , ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  2,8 ათასს აღწევს. 
მინიმუმ 210 ადამიანი დაიღუპა ირანში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ირანში, ჯანდაცვის ორგანიზაციაში არსებული წყარო აწვდის, ხოლო ოფცილაური მონაცემებით ირანის ჯანდაცვის მინისტრმა მხოლოდ 34 გარდაცვლილის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics