|
2020-02-29 11:27:51, 2161 ნახვა
კომენტარი
ბოკერია გერმანიის ელჩთან ვიზიტზე - მმართველ გუნდთან ბოლო საუბრის შემდეგ, არაფერი შეცვლილა
„არსებითად არაფერი არ შეცვლილა ბოლო საუბრის შემდეგ. ბატონი ივანიშვილი გონს უნდა მოვიდეს, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიმა განაცხადა. ბოკერია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მოწოდებულია იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით რაიმეს მიაღწიონ და არსებული სიტუაცია განმუხტონ. „არსებითად არაფერი არ შეცვლილა ბოლო საუბრის შემდეგ. თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს, რასაც ორი რამ სჭირდება, ერთი ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე, გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ ეს შედეგი გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროგრესია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცვალეს მოსაზრებები და იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას არ ჩაშლის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძებელია, რომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გუშინ ოპოცისიისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდენენ. შეხვედრა რამდნეიმე საათს გაგრძელდა და გვიან რამით დასრულდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე სხვადასხვა საკიტხთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შედგა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)