|
2020-02-28 15:29:43, 2525 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი კორონავირუსზე - ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს
„პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭაიბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჭიაბერაშვილის თქმით, მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს და ამით გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ. „მთავარია, არ იყოს პანიკა! #2 დავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამირან გამყრელიძისადმი ჩემი ნდობისა და პატივისცემის მიუხედავად, ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ "ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს". ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, სცილდება ამ ორი ადამიანის საქმიანობის სფეროს. დუმს განათლების სამინისტრო. არადა სკოლების 27%-ში ხელსაბანი არაა. საპონი იქაც არაა, სადაც ხელსაბანია. დუმან მუნიციპალიტეტები. ბაღები მათი ქვემდებარეა. ვინმე დამატებით ტრენინგს/ახსნა განმარტებას აღმზრდელებს, მასწავლებლებს უტარებს? არაფერი ვიცით ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიღმა. თუ საზღვარზე შემსვლელები რისკ-ჯგუფია, დამხვედრები ანუ მესაზღვრე-პოლიციელები, მებაჟეები, პერსონალი? პირბადეები ჯანმრთელებს არ სჭირდებათ, მაგრამ ვისაც ახველებს და სხვა სიმპტომები აქვს, მათთვის არის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგი, რომ მედპერსონალი დავიცვათ? სტანდარტული ანტი-ვირუსული მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მარაგი შემოწმებულია? თუ პირბადეების დარად, მაგაზეც მხრებს ავიჩეჩავთ, რომ დაგვჭირდეს? ტურიზმის სექტორს როგორ უჭირს უკვე, ვინმემ მოიკითხა? მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს (არის კიდეც!) და ამით გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ. პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ!“, - ნათქვამია ჭიაბერაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)