|
2020-02-26 15:55:18, 1387 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე -„ საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, სამინისტრო დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დღგ-ის რეფორმის კუთხით. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე დავაბრუნებთ დღგ-ის ზედმეტობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დღგ, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებიდანაა დაგენერირებული, როგორიც არის: ექსპორტი, ინვესტიცია, მშენებლობა და ასე შემდეგ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, დღგ-ის სწრაფი დაბრუნება სტიმულია ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებითაც. „ამ მხრივაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს პროგრესი, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი, როცა მოგვეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩაგვეკეტა სუსტი რგოლები და გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მომხდარიყო სისტემური გაუმჯობესება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)