|
2020-02-26 13:52:29, 1022 ნახვა
ეკონომიკა
სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად
თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა. სელიმ ჩაკირის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად. „ფინანსური სექტორი საქართველოში წარმატებულია, ეს ჯანსაღი სტრუქტურაა, კარგი ზედამხედველობით. პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული სარეზოლუციო-კანონი კიდევ უფრო ძლიერს ხდის ფინანსურ სექტორს. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ამასთან ძალიან კარგად მოახდინა ექსპორტის დივერსიფიკაცია. იმედია ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ საჭიროა ეკონომიკური ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სერვისისა და წარმოების სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობისთვის დღეს განათლების სფერო პრიორიტეტულია, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებას“, - აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)