20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 15:51:16, 1708 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი ოპოზიციასთან დიალოგზე - ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც ქვეყნისთვის საზიანოა

„ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც ქვეყნისთვის საზიანოა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თაობაზე განაცხადა.

სესიაშვილი იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციასთან კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება მოხერხდება.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, მე ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები უფრო რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვისაა საზიანო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics