|
2020-02-24 12:19:10, 1766 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი პრემიერის განცხადებაზე - ვფიქრობ, გიორგი გახარია გულისხმობდა, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება
„ვფიქრობ, ბატონმა გიორგიმ, როდესაც თქვა, გაზაფხულს დაველოდოთო, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერის განცხადებაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „მე მგონია, ბატონი გიორგი ალბათ გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“,- განაცხადა წულუკიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის ჯერ უცნობია სად იქნება. „დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე – ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, რომ „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)