|
2020-02-22 18:05:24, 2646 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10-15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია
„მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია“, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი სიგარეტის ფასის მომატებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. როგორც ლაშა ხუციშვილი აღნიშნავს, არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ გახდებ 10-15 ლარი, მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. „ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:
პ.ს. მწეველები - შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებეთი ერთობიან - მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ“, - წერს მინისტრის მოადგილე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)