20:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 16:22:06, 2605 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - არჩილ ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

„არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ოკუპაცია დროებითია და აუცილებლად დასრულდება.

 „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ წილკანში.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. აღნიშნულის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics