20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 15:03:46, 1415 ნახვა

კომენტარი
ბოკერია მერაბიშვილის განცხადებაზე - საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს

 „საქართველოში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს და შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის , ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ის ხელისუფლებას „დაამხობს“.

ბოკერიას თქმით, მას არცერთი პოლიტიკოსი არ ეგულება ისეთი, ვინც არჩევნების გარდა ხელისუფლების შეცვლის სხვა გზას განიხილავს.

„საქართველოში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს და შიეცვლება მხოლოდ არჩევნების გზით და ამ ნორმალურ სცენარს საფრთხეს უქმნის ივანიშვილი, მეტი არავინ მე არ მეგულება არცერთი პოლიტიკოსი რომელიც არჩევნების გარდა სხვა გზას განიხილავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მან გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლების „დამხობით“ იმუქრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics