|
2020-02-20 13:41:20, 1157 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს
„მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ განმარტა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ გაგრძელდებოდა და ტელემაუწყებლებს მოსთხოვა მიმდინარე გადასახადების გადახდა. „ეს პოლიტიკა, დამეთანხმებით, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად, აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან, ტელემაუწყებლებთან დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია დავალიანების დაფარვის კონკრეტული გრაფიკის წარმოსადგენად. „დღეის მდგომარეობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ, უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას. აღნიშნული გრაფიკი, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება. „ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)