|
2020-02-20 13:25:21, 1131 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ყველა კატეგორიაში დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ბიუჯეტში შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ დამატებით მიღებული სახსრები 716 მილიონ ლარს შეადგენს. მისი თქმით, გადაჭარბებით მიღებული თანხიდან 108 მილიონი ლარი აისახა საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებში, ხოლო 442 მილიონი ლარი მიიმართა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ქვეანგარიშზე. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თანხა მიმდინარე წელს, გამოყენებული იქნება წინა წლებში დაგროვებული დღგ-ის ზედმეტობის დასაბრუნებლად. „გადაჭარბებით მიღებულ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი საგადასახადო შემოსავლებს უკავია. ბიუჯეტში ცვლილებების დროს ჩვენ გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლების გეგმა. მისი დაზუსტებული მაჩვენებელი 11 მილიარდ 310 მილიონ ლარით განისაზღვრა, თუმცა ფაქტიურად მობილიზებული თანხა 11 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 550 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)