|
2020-02-20 10:47:28, 922 ნახვა
კომენტარი
ვანო მერაბიშვილი - ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს
„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს“, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ ხელისუფლების დასამარცხებლად აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. „მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს. ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ქვეყანა წავა წინ. მე გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა მერაბიშვილმა. ცნობისთვის, მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)