|
2020-02-19 22:44:38, 1564 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში
მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომას ბელარუსის მხრიდან თავმჯდომარეობდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვლადიმერ დვორნიკი, ქართული მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)