|
2020-02-19 17:50:34, 1672 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან" მოლაპარაკების გზით დასრულდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სითი პარკთან“ მოქალაქეების დაგროვილი ჯარიმებისა და საურავების ამნისტიას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, კახა კალაძის ინიციატივას „სითი პარკთან" დაკავშირებით პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება. „პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან" მოლაპარაკების გზით დასრულდა. ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ოპონენტების უსამართლო კრიტიკა თბილისის მერიისა და „სითი პარკს" შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. მათთვის აშკარად მძიმე მოსასმენი იქნებოდა თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა და კახა კალაძის ინიციატივა „სითი პარკთან" მოქალაქეების დაგროვილი ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის შესახებ, რომელსაც პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში, იყო უსამართლო და ლახავდა ადამიანის უფლებებს. მე მახსოვს, ისეთი შემთხვევაც, როცა შშმ პირი დააჯარიმეს შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირებისთვის, როდესაც მის ავტომობილს სპეციალური საცნობი ნიშანი ქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან შეისყიდა ყველა ის მატერიალური აქტივი, რაც საჭიროა პარკირების სისტემის მართვისთვის", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)