|
2020-02-19 14:05:38, 1769 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი მარგველაშვილზე - მისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა
„ვფიქრობ, მისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა. „არ ვიცი გიორგი მარგველაშვილს რა განწყობები აქვს. თავიდან იგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შემდეგ აბსოლუტურად გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით, განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)