|
2020-02-18 12:44:16, 2004 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - შოთაძე ხელს მოაწერს ყველაზე ბინძურ საქმეებს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას
„ირაკლი შოთაძეს მოუწევს ხელი მოაწეროს ყველაზე ბინძურ საქმეებს მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრამ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი შოთაძეს იმდენად ეშინია საზოგადოების, რომ პარლამენტის შენობაშიც არ გამოჩნდა. „ფაქტია რომ იმდენად ეშინია შოთაძეს საზოგადოების, რომ პარლამენტის შენობაში გამოჩენისაც კი ეშინია. სამარცხვინოა, გუშინაც ეტყობოდა მას და ძალიან კარგად ხვდება მონათა შორის სწორედ ეს მონა რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა. იმიტომ, რომ მას მოუწევს ხელი მოაწეროს ყველაზე ბინძურ საქმეებს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას. წინასაარჩევნოდ, იმ არჩევნებისთვის, რომელშიც ის შედის საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და სადაც ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, შევიწროებით, მედიაზე ზეწოლით, დაშინებით და მოსყიდვით შეძლებს შეცვალოს ის გარდაუვალი კრახი, რომელიც მას ელოდება არჩევნებზე. ამისთვის არის გამწესებული ირაკლი შოთაძე ამ თანამდებობაზე და სწორია რომ ეშინია პარლამენტში მოსვლაც კი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს. დღეს კი მას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. შოთაძეს გენერალურ პროკურორად დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება. კენჭისყრის პროცესს ირაკლი შოთაძე არ დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)