|
2020-02-17 19:03:02, 1893 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ახალგორზე: ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა დანარჩენ საქართველოსთან კავშირების და კონტაქტების გასაწყვეტად
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგორში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულია. მისი თქმით, რეგიონი სრულ იზოლაციაციაშია, რაც არის მიზანმიმართული პოლიტიკა დანარცენ საქართველოსთან კავშირებისა და კონტაქტების გასაწყვეტად. „მედიკამენტების წამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით, პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და აქ არამხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთქნიკური ოსი მოსახლეც ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა. საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არ არის დაცული და ეს წამლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საჭიროება არის ძალიან მაღალი იმისათვის, რომ შედიოდეს მედიკამენტები, სხვადასხვა პროდუქტები და რეგიონი არის იზოლაციაში და კიდევ რომ ამის თავზე რეპრესიული ზომები ტარდება ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება შეეზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)