22:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 16:24:29, 2643 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ აშინებს სიმართლე და „ქართული ოცნების“ ლობისტებიც ამ კონტექსტში აშინებთ

„ „ნაცმოძრაობას“ აშინებს სიმართლე და ქართული ოცნების „ლობიზმიც" ამ კონტექსტში აშინებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტები უზრუნველყოფენ, რომ სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე, ეს მოცემულობა კი ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო კამპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ატარებს, არ აწყობს.

„მათ ასეთი მოცემულობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის გარეთ გატანის, სიმართლის საზოგადოებამდე მიტანის. ისინი საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ საარჩევნო კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები სიმართლის და ფაქტების მეშვეობით, ხელს შეუშლიან, ეს მათთვის პანიკის საფუძველია, ისევე, როგორც პანიკის საფუძველი გახდა გუშინ, ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყვანა და არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics