|
2020-02-10 11:45:07, 1682 ნახვა
რეგიონი
შუახევში გამოიდარა
შუახევში გამოიდარა. ღამით 14 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრომდე თოვლია. შუა ზონაში 50-60 სმ, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრამდე. თოვლის საფარისგან გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები და ნაწილობრივ სოფლების გზები. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობს აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20- მდე ერთეული ტექნიკა. იწმინდება:-ხიჭაური ნაღვარევის, ინწკირვეთის, ბრილის, ჭვანა- გომარდული- წყაროთის, ვანის, ფურტიოს,პაპოშვილები - გორის, წაბლანის, კვიახიძეების, შუბანი- დარჩიძეების, შუბანი - ვაკის, დღვანის, ქიძინიძეების,ნენიის, ჩანჩხალოს, ჯაბნიძეების მიმართულებით. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიეწოდება სრულად. მეწყერული პროცესები არ ფიქსირდება. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)