02:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 10:44:23, 1539 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრები გამართა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქიის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

„მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდა სხვადასხვა მიმართულებით.

ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თოვლისგან გამოწვეული გართულებები. იყო შეფერხებები ელექტრო მომარაგების კუთხით, რომელიც პრაქტიკულად სრულად არის აღდგენილი“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკკე რიჟვაძემ.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics