16:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 15:21:48, 352 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი მოსამართლის განცხადებაზე: არავის შემოძახილი არ მჭირდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატიმრო ადგილებში ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლება დაცულია.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულისა და მსჯავრდებულების უფლებას პირველ რიგში თავად იცავს და ამ საკითხთან დაკავშირებით მას შენიშვნა არავისგან არ სჭირდება.

„ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები საპატიმრო ადგილებში არის დაცული, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არავის შემოძახილი არ მჭირდება, მე იქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა მათი უფლებები. არავის შენიშვნა არ მჭირდება, პირველი, თუ ვინმე იცავს მათ უფლებებს, ეს ვარ მე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავამ და მასთან ერთად ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ცუდ პირობებში იმყოფებიან. მოსამართლემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუწოდა, რომ მათ ყურადღება მიაქციონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics