23:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 13:22:01, 2040 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ევროკავშირის მოწოდებაზე - პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის

 „როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია იქნეს შესუსტებული, ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს რეფორმების ერთგულ ქვეყანას უწოდებს.

„როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია იქნეს შესუსტებული, განეიტრალებული, ეს არის ბუნებრივი რეაქცია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის. ურთიერთდათმობა გულისხმოს იმას, რომ როდესაც ერთი მხრიდან ასეთი კომპრომისული ვარიანტი უკვე შემოთავაზებულია, მეორე მხრიდანაც ასე ულტიმატუმის სახით არ იყოს საუბარი და იყოს კომპრომისული ვარიანტი, რომელზეც საბოლოოდ მოგვეხმარება კონსესუსის მიღწევაში და პოლარიზაციის განეიტრალებასა და მისი ხარისხის შესუსტებას ბუნებრივად შეუწყობს ხელს. ეს ამოვიკითხეთ ჩვენ ევროკავშირის ერთ-ერთ გზავნილში. როდესაც ევროკავშირის პოზიცია არის პოზიტიური და ის მოიხსენიებს საქართველოს, როგროც  რეფორმებს ერთგულ ქვეყანას, ეს უდავოდ პოზიტიური შეფასებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის პოლარიზება დაიძლიოს და განეიტრალდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics