|
2020-02-05 17:19:30, 1132 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე: ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია, ვებრძოლოთ სიღარიბის მიზეზებს და არა სიმპტომებს
პარლამენტის სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს სიღარიბესთან ბრძოლის გეგმა გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ადამიანის თავისუფალ არჩევანს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. „ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ვებრძოლოთ სიღარიბის მიზეზებს და არა სიმპტომებს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს მიზანი მოქალაქეს გვერდით დაუდგეს არა პაკეტებით წარმოდგენილი ჯანდაცვის და სოციალური შემწეობით, არამედ შეუქმნას დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა მოქალაქის პირადი აქტივობის საშუალებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, სიღარიბის მიზეზებთან ბრძოლაში მთავარი ინსტრუმენტი დასაქმება, განათლება და ბავშვებზე ზრუნვის გაუმჯობესებაა. „ყოველ ბავშვს უნდა მიეცეს ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის უფლება, მათ მშობლებს კი სტაბილური დასაქმება და ღირსეული პენსია, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს მთავარ მიზნამდე - დავძლიოთ ადამიანის, ოჯახის და ქვეყნის ზოგადი სიღარიბე", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმის გამო, რომ სიღარიბის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი უმუშევრობაა, აქტიურად დაიწყება სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოქალაქეს ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს გახდის. „საარსებო შემწეობის მიმღებთა 46,5% შრომისუნარიანი პირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ნაცვლად სოციალური დახმარებისა უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და შემოსავალი იმისათვის, რომ დასაქმების დემოტივატორი აღარ იყოს დახმარების მოხსნის საშიშროება, 1 წლის განმავლობაში დასაქმებულ პირს შემწეობა შეუნარჩუნდება. ხოლო მომდევნო ერთი წელი ოჯახს უნარჩუნდება ბავშვის 50 ლარიანი ბენეფიტი, სარეიტინგო ქულა და მასთან ერთად ქულაზე დამოკიდებული სხვა ბენეფიტები. დასაქმების პოლიტიკის განხორციელების საქმეში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები. მათ უკვე არაერთხელ აჩვენეს მაღალი პასუხისმგებლობა უმუშევრობის დაძლევის საკითხში, ამიტომ ჩვენი ერთობლივი სამომავლო საქმიანობა აუცილებლად მიაღწევს მიზანს - ქვეყანას ჰყავდეს მეტი დასაქმებული, მეტი ფინანსურად დამოუკიდებელი მოქალაქე, რაც ყოველი ოჯახის და საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის საფუძველია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)