|
2020-02-03 13:24:33, 1699 ნახვა
კომენტარი
ზაალ მიქელაძე - სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების სერვისებს
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მისი მიზანია, კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, ასევე გადაწყვეტილების მიმღების პირების გააქტიურება, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კიბოსთან ბრძოლის სერვისების მიწოდებით გამორჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამებთან ერთად აფინანსებს სხავადასხვა ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებებს. „აჭარის რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო პროგრამების განხორციელებით. აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ძვირადღირებული ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ქვეყნის მასშტაბით პირველმა დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელბს“ - აცხადებს ესპრესნიუსთან საუბრისას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში“ სამინისტრო თანაგადახდის გარაეშე სრულად აფინანსებს:
სამინისტრო ამავე პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას უზრუნველყოფს ისეთ სამედიცინო მომსახურებებით, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით. ასევე ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური სტაციონარული მომსახურების, ქიმიოთერაპიული და სხივურითერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. უწყება ონკოპაციენტებს უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებითაც. „2020 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტში სიმსივნით დაავადებული პაციენტების სამედიცინო მომსახურებისათვის გათვალისწინებულია 2 500 000 ლარამდე. თუ წლის განმავალობაში წარმოიქმნა მეტი საჭიროება, აჭარის მთავრობა მზად არის გაზარდოს დაფინანსება, თუმცა ვფიქრობ არ დადგება ამის აუცილებლობა“ - ამბობს ზაალ მიქელაძე. წელს პირველად სამინისტრომ უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში დაიწყო 18 წლამდე ასკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსება: - ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციას -არაუმეტეს 100 000 ლარით; სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას მოზრდილი მოსახლეობისათვის საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გასული წლიდან აფინანსებს. პროგრამით უკვე ისარგებლა 6 პაციენტმა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 456 000 ლარი. 2020 წელს კი უწყებამ ქვეყნის შიგნით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 80 000 ლარიდან - 100 000 ლარამდე გაზარდა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)