|
2020-02-03 11:59:23, 1220 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ივანიშვილის ხუშტურების გამართლებით არის დაკავებული
„საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად დაკავებულია არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამართლებით“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წვერი სერგი კაპანაძე მთავრობის მიერ აშშ-ის ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას. დეპუტატის თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არა ლობისტური კომპანიების დაქირავება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. „თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად დაკავებულია არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებისა და აქ დაშვებული მძიმე შეცდომების გამართლებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამაში გადასახადის გადამხდელის ფული დახარჯოს და ასე გაიძლიეროს თავისი პოზიციები. მთავარი კითხვების გასაქრობად, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აწუხებს, რაც ეხება ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ამისთვის ლობისტებზე ფულის ხარჯვა კი არ არის საჭირო, საჭიროა ამ პრობლემების კონკრეტული გამოსწორება და ადგილზე ნაბიჯების გადადგმა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)