|
2020-02-01 10:13:12, 3133 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ აშშ-ში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის (USACC) საინფორმაციო შეხვედრაში აშშ – ის კომერციული დეპარტამენტის სერთიფიცირებული სავაჭრო მისიის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 5- 10 აპრილს საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება. მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს დესპანმა აშშ-ში გიორგი ციკოლიამ სტუმრებს საქართველოს პოტენციალი გააცნეს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს და ევროკავშირში, თურქეთში, დსთ-სა და ჩინეთში თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომას სთავაზობს. აზერბაიჯანის მხრიდან მოხსენება გააკეთა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ანარ ქარიმოვმა. ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და აშშ - აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა აშშ-ის კომერციულ დეპარტამენტთან ერთად რეგულარულად აწყობს ამერიკის სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას საქართველოსა და აზერბაიჯანში დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის. სავაჭრო მისიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კერძო ბიზნესის შესაძლებლობზე; გაეცნონ სამთავრობო პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; შეხვდნენ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივი, აშშ – სა და გლობალური კომპანიების ლიდერებს; მოიძიონ და გაეცნონ ახალ შესაძლო პარტნიორებს, მომხმარებლებს, სამთავრობო შესყიდვების წარმომადგენლებსა და აგენტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)