01:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 16:27:17, 2601 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე - თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ

საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე, რომელმაც ხაბეიშვილის თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ხუჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 „რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ბრალი წარდგენილია და დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება გამოიძიებს სამართლიანად ყველაფერს. პირველ რიგში, მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა იქნება კანონის წინაშე პასუხისმგებელი. მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს კორექტულობისკენ, რომ შემდეგ აღარ მოხდეს ასეთი ინციდენტი“, - განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ.

დღეს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება წარედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics