|
2020-01-31 15:34:19, 2209 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის საკრებულოში 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების, ორგანიზაციების თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის გაწეულ საქმიანობის ანგარიშში აქცენტი გააკეთა მოსახლეობისთვის მიცემული პირობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრულ ღონისძიებებზე , რომელიც 2019 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მანვე, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი პროექტებიც დააანონსა.
ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ტურიზმისა და საგაზო დეპარტამენტებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო სხდომის მონაწილეებს. შუახევის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის წელსაც კვლავ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი,ახალგაზრდული ღონისძიებები, ტურიზმის განვითარება. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის 2019 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. დღესვე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)