|
2020-01-31 11:19:48, 1064 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში არ ფიქსირდება კორონავირუსი - პანიკის საფუძველი არ არსებობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო, დღის ბოლომდე ელოდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსი. როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანილ ჩინელ ტურისტებს, ასევე არც საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ საქართველოში. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რჩევები სამ ჯგუფად არის დაყოფილი და დღეს, დღის ბოლომდე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც უკვე კონკრეტულად ევროპის ქვეყნებისთვის იქნება გაცემული. ზოგადად, რაც გახლავთ რეკომენდაციებში აღნიშნული, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება. ჯერჯერობით დღეს ჩვენ ქვეყანაში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის, გუშინ იყო 4 შემთხვევა და ინფექციურ საავადმყოფოში შემოსულ პაციენტებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ვირუსი. გადაწყვეტილება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჯანმრთელნი არიან, მაინც მათი რნმ-ები გაიგზავნება დღეს როტერდამში, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის ტიპთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მანვე მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას. მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ინფექციის იმპორტი და თუ ეს იქნა შესაბამისი გადაუდებელი ზომები გატარდეს. „მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის იმპორტი ქვეყანაში და თუ ეს მოხდა, მაშინ დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)