|
2020-01-31 11:00:44, 1464 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა
2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინიტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 % ზრდას ითვალისწინებს. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა მოგზაურების რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც.
რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, საიდანაც აჭარაში რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა ლიდერობს თურქეთი 894 750, აზერბაიჯანი 206 412, რუსეთი 106 276, ისრაელი 100 992 და უკრაინა 59 342. „2019 წელი ტურისტულად გამორჩეული იყო რეგიონისთვის, როგორც მოგზაურების რაოდენობის ისე საერთაშორისო მიღწევების კუთხით. გასულ წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის პრესტიჟული ჯილდო. ჩვენი რეგიონი დასახელდა ცნობილი გამომცემლობების და პოპულარული ტურისტული პლათფორმების მიერ საინტერესო, ტრენდულ და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)