|
2020-01-30 15:33:36, 1770 ნახვა
კომენტარი
გახარია სენატორების წერილზე: გუშინ ვთქვი, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და ბევრი წერილი იქნება-მეთქი, დღეს ეს დადასტურდა
„გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სენატორების წერილებთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არასოდეს შეშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად იყო, მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაეცა. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ. რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)