|
2015-07-29 15:05:48, 681 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი: დედოფლისწყაროში აღდგენილი 66 კილომეტრიანი ქარსაფარი ზოლის 90% განადგურდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დედოფლის წყაროს რაიონში, შირაქის ველზე, ქარსაცავი ზოლის გადაწვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანის დაუდევარი ქცევის გამო, ხანძრის შედეგად განადგურდა, როგორც ძველი, ასევე ახალი ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი.დაიწვა ასევე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები. „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს. ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი კუთხით, ნიადაგების დაქარიანების თავიდან ასაცილებლად, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, მოსავლიანობის ქარისაგან დაცვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა აგულაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, GIZ –ის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე აღდგენილი იქნა 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით, ადამიანის დაუდევარი მოქმედების შედეგად, აღდგენილი ქარსაფარების 90 % -მდე განადგურდა. „აღსანიშნავია, რომ განადგურებული ქარსაფარების ფართობი ბევრად აღემატება GIZ-ის პროექტის ფარგლებში აღდგენილ ფართობს: დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, გაადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისათვის. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მომავალი წლეების მოსავალზე. მე არ ვიცი ეს შეშფოთება, კიდევ რა ფორმით უნდა გამოიხატოს, როგორ შეიძლება მოხერხდეს ის, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, თუ რა დიდი ზარალი შეიძლება მიაყენონ, არა მხოლოდ მათ, არამედ საზოგადო საკუთრებას. ქარსაფარი ზოლების გარეშე, დაახლოებით 30%–მდე მოსავალი, განსაკუთრებით მარცვლოვან კულტურებში, იკარგება ხოლმე“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, GIZ-ის პროექტის, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან პერმანენტულად ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის მდგრადი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივ ფერმერთა და მწყემსების ცნობიერების ამაღლების კუთხით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, შსს-ს დედოფლისწყაროში არსებული სამაშველო სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენრტრისა და შპს “მექანიზატორის” ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა ხანძრის შეჩერების და ლიკვიდაციის საკითხში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)