|
2020-01-30 12:13:46, 1914 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - პროგრამიდან „100 შეთავაზება ბიზნესს“, ბიუჯეტმა უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო
„პროგრამის „100 შეთავაზება ბიზნესს“ დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა, რომ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული პროგრამიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული. „მოგეხსენებათ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ეკონომიკის სამინისტრომ დავიწყეთ ახალი პროგრამა „100 შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება მუდმივად, რაზეც შეთავაზებული აქვს ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასახვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით. პირველმა ეტაპმა ამ პროცესის გვიჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებული ინციატივა არის. ამის დასტურად გეტყვით იმას, რომ უკვე 50 მილიონ ლარამდე შემოსავალი არის მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამიდან. ასევე მნიშვნელოანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, რომ გავაფართოვოთ ბიზნეს პროგრამის არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც. ეს აუქციონები დღემდე ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად 100 პარალელური აუქციონი მომზადდება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და გაიმართება. მუდმივად იქნება 100 ახალი წიაღისეულის აუქციონი იქნება გამართული და იქნება იგივე გამჭვირვალობის დონე, იქნება აუცილებლად ის ვალდებულება, რომ წიაღისეული გადამუშავდეს. ანუ ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში და ხდებოდეს არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება. ამ გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული დარგში, მათ შორის პირველ რიგში გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)